ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის კომიტეტი „ტყის კოდექსის“ პროექტს მხარს არ უჭერს
ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის კომიტეტი „ტყის კოდექსის“ პროექტს მხარს არ უჭერს

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, თვითმმართველობის კომიტეტი „ტყის კოდექსის“ პროექტს მხარს არ უჭერს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ქუცნაშვილმა განუცხადა, კომიტეტის სხდომა დღეს გაიმართა, სადაც „ტყის კოდექსის“ პროექტის „თვითმმართველობის კოდექსთან“ შესაბამისობის საკითხი დაისვა. მათ შორის, ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პოლიტიკის თვალსაზრისით.

„სამართლებრივი და პოლიტიკური მოსაზრებების გათვალისწინებით, კომიტეტმა ინიცირებულ პროექტს მხარი არ დაუჭირა“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

ა​ღნიშნული კანონპროექტი ინიცირებულია მთავრობის მიერ. კერძოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.