ზაქარია ქუცნაშვილი - ქვეყანა არ დაიქცევა, თუ 115-კაციან უმრავლესობას 15 დეპუტატი  გამოეყო
ზაქარია ქუცნაშვილი - ქვეყანა არ დაიქცევა, თუ 115-კაციან უმრავლესობას 15 დეპუტატი გამოეყო

115 კაციან უმრავლესობას 15 დეპუტატი თუ გამოეყოფა,  ქვეყანა არ დაიქცევა, – ამის შესახებ დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლაზე ჰკითხეს.

ქუცნაშვილის შეფასებით, ეს დემოკრატიული პროცესია.

„ერთი წლის წინ 35 კაციან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას გამოეყო 25 დეპუტატი, ანუ 9/10 და მაშინ არ დაქცეულა ეს ქვეყანა, 115 კაციან უმრავლესობას 15 დეპუტატი თუ გამოეყოფა, ანუ 10-12 პროცენტის ფარგლებში, არც ამით დაიქცევა ქვეყანა. ეს არის დემოკრატიული პროცესი. ხშირად მეკითხებიან, სად გადის პარტიიდან გამოყოფის ზღვარი. ამბიციების დაკმაყოფილებაზე გადის. შესაბამისად, გადაწყვეტილების ავტორებს უნდა ჰკითხოთ, რა არის მათი ამბიცია და ამის მიხედვით მიხვდებით, სად არის ეს ზღვარი” – განაცხადა ქუცნაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატებმა: ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ზვიად კვაჭანტირაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა დატოვეს.