ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის ესილიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა #1TVSPORT
ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის ესილიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა #1TVSPORT

ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის ესილიგაში მორიგი შედეგიანი თამაში ჩაატარა. 35 წლის ქართველმა ნახევარმცველმა „ნომე კალიუსთან“ გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდის სტუმრად გამარჯვებაში (4:0) თავისი წვლილი შეიტანა.

ბეგლარიშვილის გუნდი 74 ქულით ლიდერობს, მეორეადგილოსანვიიმსს“ 12 ქულით ასწრებს და სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ესტონეთის მთავარ ლიგაში გადასვლა, ფაქტობრივად, გაინაღდა.

ქართველმა ფეხბურთელმა სეზონში 16 გოლი გაიტანა, 18 საგოლე გადაცემა შეასრულა, ანუ გოლი+პასი სისტემით მის ანგარიშზე 34 ქულაა და ტურნირის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა. სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ბეგლარიშვილი უახლოეს კონკურენტს 7 ქულით ასწრებს.