ზაპოროჟიეზე რუსეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 28 ადამიანი დაშავდა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა
ზაპოროჟიეზე რუსეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 28 ადამიანი დაშავდა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 28 ადამიანი დაშავდა.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ივან ფედოროვის ცნობით, პირველ მაისს, ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ზაპოროჟიეზე, სულ მცირე, 10 დარტყმა განახორციელეს.

„რუსებმა ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყეს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, უნივერსიტეტი და ინფრასტრუქტურის ობიექტი“, – განაცხადა ფედოროვმა.

თავდასხმის შედეგად ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა. დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნაწილს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. სამაშველო და სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.