ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა

10:34, 17.06.2026

რუსეთმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანა.

თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი დაშავდა.

„მტრის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შვიდმა ადამიანმა მიიღო ნამსხვრევების გამო დაზიანება, ასევე თავის ტრავმა და ჭრილობები“, – განაცხადა ზაპოროჟიეს გუბერნატორმა, ივან ფედოროვმა.

მისივე თქმით, რუსეთმა გასულ ღამეს ქალაქზე ხუთამდე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

მსგავსი