ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს რეგიონში სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს რეგიონში სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთმა ზაპოროჟიეს რეგიონში სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც, – ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსების მიერ სამრეწველო ობიექტზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავდა რვა ადამიანი.

ამასთან, დაზიანდა 14 შენობა, მათ შორის შვიდი მაღალსართულიანი კორპუსი, სამედიცინო და კულტურული დაწესებულება.