ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 80-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს
ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 80-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, რუსულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 80-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს, მათ შორის 70-მდე საარტილერიო, შვიდი საავიაციო და ასევე დრონით ხუთი თავდასხმა.

ამასთან, რუსულმა ძალებმა ორჯერ ცეცხლი გახსნეს რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებიდან.

თავდასხმის შედეგად, რეგიონში ორი ადამიანი დაიღუპა. რაკეტებმა გულიაიპოლეს რაიონში საცხოვრებელი სახლები გაანადგურა.