ზაპოროჟიეს რეგიონზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაიჭრა

12:30, 24.09.2025

უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონზე რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა. ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვმა განაცხადა.

ფედოროვის თქმით, დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქის 21 დასახლებულ პუნქტზე 698 თავდასხმა განახორციელეს. საერთო ჯამში, ზაპოროჟიეს რეგიონს თავს დაესხნენ სხვადასხვა მოდიფიკაციის 484 უპილოტო საფრენი აპარატით.

გარდა ამისა, დასახლებული პუნქტების მიმართულებით ცეცხლი გაიხსნა რეაქტიული სარაკეტო სისტემებიდან, რამაც რეგიონში ზიანი გამოიწვია.

„საცხოვრებელი შენობების, სოციალური და სამრეწველო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ 105 შეტყობინება შემოვიდა“, – აღნიშნა ივან ფედოროვმა.

მსგავსი