ზაპოროჟიეს ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში რამდენიმე აფეთქება მოხდა
ზაპოროჟიეს ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში რამდენიმე აფეთქება მოხდა

ზაპოროჟიეს ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში აფეთქებების სერია მოხდა. მომხდარის ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში ოკუპანტების პოზიციებზე დარტყმა განახორციელეს.

„დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში ხმაურია. აფეთქება პორტში მოხდა, რომლითაც ოკუპანტებს ნაძარცვი გაჰქონდათ. აფეთქებების ხმა ქალაქის მთელ შემოგარენში ისმოდა“, – წერს ფედოროვი „ტელეგრამზე“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბერდიანსკის პორტში რუსეთის პოზიციების დაბომბვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ბერდიანსკის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიქტორია გალიცინა.