ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა განკარგულებას რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ
ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა განკარგულებას რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ

ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა განკარგულებას რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ევგენი ბალიცკიმ დოკუმენტს ხელი მელიტოპოლში მიმდინარე ფორუმზე – „ჩვენ რუსეთთან ერთად“ მოწერა.

როგორც მედია წერს, ამ რეფერენდუმისთვის მზადება დიდი ხანია მიმდინარეობს რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ რეგიონში, რომელიც არ მოიცავს რეგიონალურ ცენტრს – ქალაქ ზაპოროჟიეს. 23 ივლისს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიწყეს საარჩევნო კომისიის შექმნა ამ რეფერენდუმის ჩასატარებლად. ამისთვის საოკუპაციო ხელისუფლება აპირებს დახმარების თხოვნით რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართოს. თავად რეფერენდუმი შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ არის გამოცხადებული.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ასეთი რეფერენდუმის ჩატარება რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკების დასრულებას ნიშნავს.