ზამთრის თასზე ქინქლაძე, კალაძე და კობიაშვილი ითამაშებენ
ზამთრის თასზე ქინქლაძე, კალაძე და კობიაშვილი ითამაშებენ

ხვალ, ზამთრის თასზე ვეტერანთა ტურნირიც გაიმართება. ცნობილი გახდა, საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობა: გიორგი ლომაია, დავით გვარამაძე, მამუკა მაჭავარიანი, გია კვარაცხელია, ლევან კობიაშვილი, კახი კალაძე, ალეკო ამისულაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი. ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, გიორგი დემეტრაძე, დავით სირაძე – მოედანზე ეს ფეხბურთელები გავლენ.

„ა“ ჯგუფი
საქართველო, ესპანეთი, იტალია

„ბ“ ჯგუფი
უეფა, უკრაინა, თურქეთი

11:30 თურქეთი – უკრაინა
12:15 საქართველო – იტალია
13:00 თურქეთი – უეფა
13:45 იტალია – ესპანეთი
14:30 უეფა – უკრაინა
15:15 საქართველო – ესპანეთი

ნახევარფინალები
17:30 ბ1 – A2
18:15 ა1 – ბ2

ფინალი
20:00

ამასთან, ბავშვების ფინალი 14 იანვარს 16:45 საათზე დაიწყება, ხოლო ეროვნული ლიგის გუნდებისა (19:00) და ვეტერანთა ფინალს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.