ზამთრის თასზე მონაწილე უცხოური ნაკრებების შემადგენლობები ცნობილია
ზამთრის თასზე მონაწილე უცხოური ნაკრებების შემადგენლობები ცნობილია

ზამთრის თასი ხვალ ვეტერანთა ტურნირით დასრულდება. ცნობილი გახდა ტურნირის მონაწილე უცხოური ნაკრებების შემადგენლობები – უეფა: ნოელ მუნი, ჟან ფრანცისკო დომერგი, პატრიკ მიულერი, ოლივიე დოლია, იოზეფ ზაჰორსკი, კრისტიან კივუ, კოზმინ კონტრა, იოან ლუპესკუ, ლორან მორელი, მილენკო აჩიმოვიჩი;

იტალია: მასიმო პაგანინი, მაქს ტონეტო, ალესიო სკარჩილი, ალესანდრო ბიანკი, ფრანჩესკო კოლონეზე, მასიმო აგოსტინი, ჯამპიეტრო მაინი, მასიმო მუტარელი, ანტონიო კუიმენტი, მაურიციო განცი, ნიკოლა ამორუზო;

თურქეთი: ქერემ ინანი, ორკუნ უშაკი, ერვენ ნური თურანი, ალტან აქსოი, მუსტაფა კოჩაბეი, ბუნჰან სააჩიოღლუ, თემერ სირვიკაია, ფაკურ ათალაი, ლევენტ კარტოფი, ზაფრენ დემირეი, ერკან ენგინი;

უკრაინა: ვიტალი რევა, სერგეი ნაგორნიაკი, ვიაჩესლავ სვიდერსკი, სერგეი ნაზარენკო, ედუარდ ციხმეისტრუკი, ანდრე დონეცი, ვიაჩესლავ შევჩუკი, დმიტრო შაპოვალი, ვოლოდიმერ ბონდარენკო, ბოგდან შერშუნი, ვლადიმერ ლოზინსკი;

ესპანეთი: ენრიკე ესტებარარანცი, ენრიკე რომერო, ფერნანდო მარტინესი, ჟოან კაპდევილა, ხოსე ამავისკა, ხულიო იგლესიასი, ჟოან კარლოს როდრიგესი, ხუან სანჩესი, პედრო კონტრერასი, ვინსენტე ენგონგა.

ესპანელთა რიგებში მყოფი ხულიო იგლესიასი არ არის ცნობილი მომღერალი, რომელიც ახალგაზრდობაში მადრიდის „რეალის“ მეკარე გახლდათ – ამჯერად ნაკლებად ცნობილი ხულიო იგლესიასი გვესტუმრება, რომელმაც ზამთრის თასზე შარშანაც ითამაშა.

სამაგიეროდ, თბილისს ცნობილი ვარსკვლავები ჟოან კაპდევილა, ხოსე ამავისკა, მაურიციო განცი, ნიკოლა ამორუზო ესტუმრებიან.