ზამთრის ოლიმპიადა | ნინო წიკლაურმა სლალომში პირველი ეტაპი ვერ გადალახა [ვიდეო] #1TVSPORT
ზამთრის ოლიმპიადა | ნინო წიკლაურმა სლალომში პირველი ეტაპი ვერ გადალახა [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველმა სამთო მოთხილამურემ, ნინო წიკლაურმა ზამთრის ოლიმპიადაზე სლალომში იასპარეზა. 95 მონაწილეს შორის 79-ე ნომრად გამოვიდა და 39.86 წამი დააფიქსირა, თუმცა დაშვებისას ერთი ბარიერი გამოტოვა, რის გამოც მსაჯებისგან დისკვალიფიკაცია მიიღო. ნინო მეორე დაშვებაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

ქართველი სპორტსმენი რამდენიმე დღის წინ გიგანტურ სლალომში გამოვიდა. წიკლაური პირველი დაშვებისას 55-ე იყო (1:12.39 წუთი), მეორე დაშვებისას 49-ე შედეგი დააფიქსირა (1:19.40) და ორი დაშვების ჯამში (2:31.79) ასპარეზობა 49-ე ადგილზე დაასრულა.