ზამთრის ოლიმპიადა | დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვაში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს [ვიდეო] #1TVSPORT
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ოლიმპიადაზე დღეს ფიგურულ ციგურაობაში მედლების კიდევ ერთი კომპლექტი თამაშდება. შეჯიბრება მიმდინარეობს სპორტულ ცეკვაში, სადაც საქართველოს დიანა დევისი და გლებ სმოლკინი ასპარეზობენ.
მათ თავისუფალი პროგრამა კარგად შეასრულეს და 118.87 ქულა მიიღეს.
მოკლე პროგრამის შემდეგ წყვილს 77.15 ქულა ჰქონდა, ჯამურმა მაჩვენებელმა კი 196.02 ქულა შეადგინა.
საბოლოოდ რომელ პოზიციას დაიკავებს დევისი-სმოლკინის წყვილი, ამას დღევანდელი ტურნირის დასრულებისთანავე შევიტყობთ.