ზამთრის მოახლოების გამო, დედაქალაქში მოქმედი შადრევნები გაითიშება

16:58, 24.11.2020

ტემპერატურის ცვლილების გამო, 25 ნოემბრიდან დედაქალაქში მოქმედი ყველა შადრევანი გაითიშება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ზამთრის დადგომისას, შადრევნების გამორთვა და მომავალი წლისთვის მომზადება ყოველწლიურად ხორციელდება.

„დედაქალაქში არსებული 50-მდე შადრევნის მოვლა-პატრონობას შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. შადრევნების ნაწილი კი რაიონული გამგეობების დაქვემდებარებაშია. ყველა მათგანი გაზაფხულზე, ტემპერატურის მატების შემდეგ ჩაირთვება“, – აცხადებენ მერიაში.

მსგავსი