ზამთრის კურორტების გახსნა 8 დეკემბრიდან დაიწყება

14:16, 13.11.2018

ზამთრის კურორტების გახსნა 8 დეკემბრიდან დაიწყება. ინფორმაციას მთის კურორტების ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ზამთრის კურორტები სრულად არის გამართული, ასევე ყველა საბაგირომ გაიარა სარემონტო სამუშაოები და ტექნიკური დათვალიერება.

გუდაური 15 დეკემბერს გაიხსნება, გოდერძი- 8 დეკემბერს, თეთნულდი-ჰაწვალი -22 დეკემბერს, დიდველი -8 დეკემბერს, ხოლო კოხტა-მიტარბი 22 დეკემბერს.

 

მსგავსი