ზალცბურგში სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა

11:13, 20.04.2018

ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა.

ავსტრიის პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქის ცენტრალურ სადგურზე, ადგილობრივი დროით დილის 4.45 სთ-ზე მოხდა.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი მატარებელი ციურიხიდან მისულ მეორე მატარებელს საკმაოდ ძლიერად შეეჯახა. დაშავებულთა რაოდენობა სავარაუდოდ არ გაიზრდება.

მსგავსი