ზაჰესში, თავისუფლების N12 კორპუსთან სკვერი მოეწყო

15:37, 11.08.2026

გლდანის რაიონის გამგეობამ ზაჰესში, თავისუფლების ქუჩაზე, N12 კორპუსის მიმდებარედ დაახლოებით 2 100 კვ.მ ფართობზე სკვერი მოეწყო. ტერიტორიაზე მოიხსნა უკანონო შემოღობვები.

თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნესსივრცე, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. გარდა ამისა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ამასთან, სკვერის მიმდებარედ საგზაო სამუშაოებიც მიმდინარეობს.

პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 339 400 ლარი დაიხარჯა.

შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, შალვა ოგბაძიესთან ერთად გაეცნო.

მსგავსი