ზაგრების სარეიტინგო ტურნირზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე შვიდი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
თავისუფალ ჭიდაობაში დღეს ხორვატიის სარეიტინგო ტურნირი დაიწყება. პირველ საშეჯიბრო დღეს ხალიჩაზე, მთავარი მწვრთნელის, დავით ხურციას ხელმძღვანელობით, შვიდ სპორტსმენს ვიხილავთ:
57კგ – რობერტ დინგაშვილი
57კგ – ნიკოლოზ ბოჭორიშვილი
61კგ – გიორგი ღონიაშვილი
65კგ – ნიკა ზაქაშვილი
70კგ – აკაკი ქემერტელიძე
74კგ – გიორგი ელბაქიძე
86კგ – ვლადიმერ გამყრელიძე
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.