ზაგრების „დინამოს“ მცველი​ - „საბურთალო“ იოლად არაფერს დათმობს
ზაგრების „დინამოს“ მცველი​ - „საბურთალო“ იოლად არაფერს დათმობს

ზაგრების „დინამოს“ მცველი დინო პერიჩი „საბურთალოსთან“ ხვალინდელ მატჩზე საუბრობს.

პერიჩი ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციის განმეორებით შეხვედრამდე იმედოვნებს, რომ გუნდი ზაგრებშიც გაიმარჯვებს.

ზაგრების „დინამოს“ მცველმა აღნიშნა, რომ გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა.

„სეზონის პირველ ოთხივე თამაშში გავიმარჯვეთ, გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა და ამ მატჩსაც მოუთმენლად ველოდებით. „საბურთალომ“ აჩვენა, რომ ის ნამდვილად კარგი გუნდია. მათ ახლა ზეწოლა არ აქვთ და შედეგს არ მოსთხოვენ. ამიტომ ისინი აუცილებლად შეეცდებიან ბურთის გაკონტროლებას და იოლად არაფერს დათმობენ. ჩვენ კარგი, რთული მატჩი გველოდება, მაგრამ საკუთარი თავის გვწამს“, – განაცხადა პერიჩმა.

ზაგრების „დინამოსა“ და „საბურთალოს“ შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება. ზაგრების სტადიონ „მაქსიმირიდან“ მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 22:00 საათზე შემოგთავაზებთ.