„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა აპირებს, ზაფხულში შემადგენლობის გასაძლიერებლად 200 მილიონი ფუნტი დახარჯოს, – წერს Daily Mirror-ი.
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმედოვნებს კონტრაქტების გაფორმებას „რეალის“ მცველთან და ნახევარმცველთან – რაფაელ ვარანთან და ტონი კროოსთან, აგრეთვე, „იუვენტუსის“ მცველთან, ალექს სანდროსთან და „პარი სენ-ჟერმენის“ საყრდენთან, მარკო ვერატისთან.
აღნიშნავენ, რომ „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა გეგმავს, ალექს სანდროზე მოლაპარაკებებისას, გარიგებაში ჩართოს ნახევარმცველი პოლ პოგბა. როგორც გაირკვა, ფრანგ ფეხბურთელსა და მოურინიოს კონფლიქტი აქვთ და ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან.
ჟოზე მოურინიო 2016 წლის ზაფხულიდან უდგას სათავეში „მანჩესტერ იუნაიტედს“. ამ დროის განმავლობაში კლუბმა ახალ ფეხბურთელებზე ჯამში 350 მილიონი ევრო დახარჯა.