ზაფხულის სეზონზე თბილისიდან რეგულარული სამგზავრო რეისები 52, ხოლო ქუთაისიდან 28 მიმართულებით განხორციელდება
ზაფხულის სეზონზე თბილისიდან რეგულარული სამგზავრო რეისები 52, ხოლო ქუთაისიდან 28 მიმართულებით განხორციელდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის ავიაკომპანიების ფრენის განრიგი დამტკიცდა.

სააგენტოს ინფორმაციით, მარტის ბოლო კვირიდან ოქტომბრის ბოლო შაბათამდე, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში საშუალოდ, 590 რეისი შესრულდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, კვირის განმავლობაში შესრულებული რეისების საშუალო რაოდენობა 540-ს შეადგენდა, შესაბამისად, რეგულარული ფრენების რაოდენობა მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საშუალოდ 9 პროცენტით იზრდება.

ავიარეისები ორი ქართული და 39 უცხოური ავიაკომპანიის მიერ შესრულდება, სამი სატვირთო ავიაკომპანიის ჩათვლით.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება 52 მიმართულებით: ათენი, ალმა-ატა, ამსტერდამი, ანკარა, აქტაუ, ბარსელონა, ბაქო, ბაჰრეინი, ბოლონია, ბრიუსელი, ბერლინი, ბუქარესტი, დამამი, დოჰა, დუბაი, ეკატერინბურგი, ელ-ქუვეითი, ერევანი, ვარშავა, ვენა, ვორონეჟი, თეირანი, თელ-ავივი, კიევი, კრასნოდარი, ლონდონი, მინსკი, მიუნხენი, მოსკოვი, ნოვოსიბირსკი, ნურ-სულთანი, პარიზი, პეკინი-ურუმჩი, პერმი, პრაღა, ჟუკოვსკი, რიგა, რიადი, როსტოვი, სამარა, სალონიკი, სანქტ-პეტერბურგი, სოჭი, სტამბული, ურუმჩი, უფა, ყაზანი, შარმ-ელ-შეიხი, შარჟა, ჯიდა, ჰერაკლიონი და ჰურგადა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება 28 მიმართულებით: ათენი, ბაზელი, ბარი, ბარსელონა, ბერლინი, ბრიუსელი, ბუდაპეშტი, გდანსკი, დორტმუნდი, ეინდჰოვენი, ვარშავა, ვილნიუსი, ვენა, ვროცლავი, კატოვიცე, კოპენჰაგენი, კრაკოვი, ლარნაკა, ლონდონი, მემინგენი, მილანი, მოსკოვი, პარიზი, პრაღა, რიგა, რომი, სალონიკი და ტალინი.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება 14 მიმართულებით: ბაქო, დუბაი, ეკატერინბურგი, თელ-ავივი, კიევი, მინსკი, მოსკოვი, ნოვოსიბირსკი, პერმი, რიადი, როსტოვი, სანქტ-პეტერბურგი, სტამბული და ყაზანი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ სატვირთო რეისებს განახორციელებენ კომპანიები: Silk Way Airlines, Cargolux და Turkish Cargo შემდეგი მიმართულებებიდან: ბაქო, ლუქსემბურგი (თბილისიდან – თურქმენბაში) და სტამბული (თბილისიდან – იზმირი).