ზაფხულის განმავლობაში მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 51 ადამიანი დაიხრჩო

15:25, 06.09.2018

გასული ზაფხულის განმავლობაში, კერძოდ, 1 ივნისიდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 51 ადამიანი დაიხრჩო.

ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

დაღუპულებს შორის უმრავლესობა 27 ადამიანი მდინარეებში დაიხრჩო, 10 ზღვაში, ხოლო 14 ტბაში. ამავე პერიოდში მაშველების მიერ მდინარეებში, ზღვასა და ტბებში გადარჩენილთა რაოდენობამ 316 შეადგინა.

მსგავსი