ზაამ „ბაიერნთან“ მოლაპარაკებები დაიწყო
ზაამ „ბაიერნთან“ მოლაპარაკებები დაიწყო

„კრისტალ პალასის“ ფორვარდ ვილფრიდ ზაას აგენტებმა წინასწარი მოლაპარაკებები გამართეს მიუნხენის „ბაიერნთან“, – წერს „სკაი სპორტსი“.

ზაამ სამი დღის წინ დაიწყო თანამშრომლობა ცნობილ აგენტ პინი ზაჰავისთან. ფეხბურთელს სხვა ლიგაში თამაში სურს და რამდენიმე დიდი კლუბი მზად არის მოთამაშისთვის საბრძოლველად, მაგრამ პრესა დარწმუნებულია, რომ ზამთარში ზაა არ გადავა „ბაიერნში“.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ზაამ სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა 21 მატჩში. მისი კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.