ზაალიშვილმა მეოთხედფინალში როი მაიერი დაამარცხა და ნახევარფინალში თუშიშვილს შეხვდება
თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, დასკვნით დღეს წარმატებულად ასპარეზობენ ქართველი სპორტსმენები.
მძიმე წონაში გელა ზაალიშვილმა მეოთხედფინალში ტიტულოვანი ჰოლანდიელი როი მაიერ სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ნახევარფინალში თანამემამულე გურამ თუშიშვილს შეხვდება.
ასევე კარგად იჭიდავეს ონისე საბებლიძემ (100), ილია სულამანიძემ (100), ლაშა ბექაურმა(90) და ბექა ღვინიაშვილმა (90). ოთხივე მათგანი მეოთხედფინალში იასპარეზებს.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება.