ბუდაპეშტში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს სამი ქართველი ძიუდოისტიდან, ორმა ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.მძიმეწონოსნებმა, გელა ზაალიშვილმა და ლევან მატიაშვილმა საქართველოს ნაკრების ყულაბას პირველი მედლები შესძინეს.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ზაალიშვილმა სუფთა გამარჯვებით ნიდერლანდელი ძიუდოისტი დაამარცხა, ხოლო მატიაშვილმა ისრაელის წარმომადგენელს სძლია. დღეს მოასპარეზე მესამე ქართველი ავთანდილ ჭრიკიშვილი კი ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები ორი საშეჯიბრო დღის მერე უმედლოდ იყო. ბაგრატ ნინიაშვილმა (66კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) და ფრიდონ გიგანმა (73კგ) თავი ვერაფრით გამოიჩინეს.
ტურნირი COVID-19-თან დაკავშირებული მკაცრი რეგულაციებით მიმდინარეობდა.