ზაალიშვილი მეოთხედფინალშია, სომხიშვილი - მერვედფინალში, ოთხი ქართველი ტურნირს გამოეთიშა [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის მებრძოლი ცამეტი ქართველიდან ოთხი – გიორგი ბერიაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე 100 კგ), უშანგი მარგიანი და მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი ტურნირს გამოეთიშა.

ტურნირის მეოთხედფინალში იჭიდავებს გელა ზაალიშვილი (+100), რომელმაც გერმანელი კონე დაამარცხა. გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა მძიმეწონოსანმა ქალმა სოფიო სომხიშვილმა. ქართველი საუკეთესო თექვსმეტ სპორტსმენში გავიდა.

დღეს შეჯიბრზე გამომსველი დანარჩენი ძიუდოისტები ეტაპობრივად დაიწყებენ ასპარეზობებს.

26 მარტი

11:00 – წინასწარი შეხვედრები
17:00 – ფინალური ბლოკი

ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ორი მედალია. ტურნირზე ვერცხლის მედალი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.