ზაალ უდუმაშვილი - ყველა პარტია ინდივიდუალურად გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა დაფინანსება, ეს პროცესი ოპოზიციაში ბზარს არ გააჩენს
ზაალ უდუმაშვილი - ყველა პარტია ინდივიდუალურად გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა დაფინანსება, ეს პროცესი ოპოზიციაში ბზარს არ გააჩენს

ოპოზიციაში არანაირ ბზარს ეს პროცესი არ გააჩენს, რადგან ყველამ ნათლად თქვა, რომ ეს არის მათი ინდივიდუალური მოსაზრებები და ყველა პარტია ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას, მიიღოს თუ არა ეს დაფინანსება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, დაფინანსების საკითხი პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან კავშირში არ არის.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს დაფინანსება არაფერ შუაშია პარლამენტში შესვლასთან და არ შესვლასთან, ეს არის ჩვენს მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე დამოკიდებული და მეტსაც გეტყვით, ძალიან დიდი ნაწილი ფულისა, რომელიც ჩვენ გვეკუთვნოდა, „ქართულმა ოცნებამ“ მიითვისა, ჩვენი ხმები რომ მოიპარა, ხმებთან ერთად მოიპარა ფულიც, ასე რომ, ჩვენი ვალდებულებაა, კანონი გვავალდებულებს, რომ მიგვემართა სახელმწიფოსთვის, რათა ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხები მიგვეღო, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ასე რომ, ჩვენ ვიმოქმედეთ კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.