ზაალ უდუმაშვილი - წლების განმავლობაში, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტია, არც ერთი მისი გადაწყვეტილება არ მოსულა წინააღმდეგობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებასთან
ზაალ უდუმაშვილი - წლების განმავლობაში, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტია, არც ერთი მისი გადაწყვეტილება არ მოსულა წინააღმდეგობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებასთან

ამ წლების განმავლობაში, რაც სალომე ზურაბიშვილი იკავებს საქართველოს პრეზიდენტის პოსტს, არც ერთი მისი გადაწყვეტილება არ მოსულა წინააღმდეგობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებასთან, – ამის შესახებ ნაციობნალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს არ გამოიყენებს.

ზაალ უდუმაშვილი „პოლიტიკური პროცესების სიმულაციას“ უწოდებს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ბოლო დღეების განმავლობაში შეხვედრების გამართვას.

„განსხვავებული მოლოდინი ჩვენ არ გვქონია. ამ წლების განმავლობაში, რაც სალომე ზურაბიშვილი იკავებს საქართველოს პრეზიდენტის პოსტს, არც ერთი მისი გადაწყვეტილება არ მოსულა წინააღმდეგობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებასთან. ის, რაც გათამაშდა ბოლო დღეების განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში რომ მიდიოდნენ პოლიტიკოსები, თითქოს იხილავდნენ ამ საკითხს, ეს იყო ჩვეულებრივი სიმულაცია პოლიტიკური პროცესის, რომელშიც ასე ვთქვათ შეითრიეს ოპოზიციაც. გუშინ ჩვენ რაც მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილისგან, ყველა არგუმენტი თქვა იმისთვის, რომ ვეტო დაედო ამ კანონისთვის. თქვა, რომ ოპოზიცია არ იყო ჩართული, მას სჭირდებოდა ფართო განხილვა, მაგრამ საბოლოო ჯამში ასე უნდა იყოს, ვეტოს მაინც არ დავადებო. ასე რომ, ეს იყო პოლიტიკური პროცესების სიმულაცია რაც ჩვენ ამ დღეებში ვიხილეთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რაც შეეხება კონკრეტულად „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს, ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, ეს არის „ბარბაროსული კანონი“, რომელიც მიმართულია მისი თქმით, მიმართულია სამოქალაქო პროტესტის ჩასახშობად.

„ეს არის ბარბაროსული კანონი. დანიშნულება ამ კანონის არის ის, რომ რამენაირად ჩაახშონ საპროტესტო მუხტი, რომელიც ქვეყანაშია. ეს არის პირდაპირ მიმართული სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ, რადგან მართლაც დრაკონული კანონია. ჯერ ჯარიმების რაოდენობა როგორ იზრდება და შემდეგ უკვე ისინი, ვინც ვერ გადაიხდიან ამ ჯარიმას და ბუნებრივია, ისინი ვერ გადაიხდიან ამხელა ჯარიმებს, უკვე ემუქრებათ პატიმრობა.

მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, რომელსაც პრაქტიკულად ანალოგიური პოზიცია ჰქონდა, რადგან ამ პირობებში ასეთი კანონის მიღება არის პირდაპირ მიმართული სამოქალაქო პროტესტის ჩასახშობად“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.