ზაალ უდუმაშვილი - ველოდებით ხელისუფლების პოზიციას, რა წინადადებით მოვლენ, რადგან მოლაპარაკების ფანჯარა ნელ-ნელა იხურება
ზაალ უდუმაშვილი - ველოდებით ხელისუფლების პოზიციას, რა წინადადებით მოვლენ, რადგან მოლაპარაკების ფანჯარა ნელ-ნელა იხურება

რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის წითელი ხაზია და სწორედ ამიტომ ვთქვით უარი საპარლამენტო მანდატებზე, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან არის მხოლოდ ახალი არჩევნები.

„რა დაერქმევა ამას, შესაძლოა, გახდეს მოლაპარაკებების საგანი. ჩვენი პოზიცია ყველასთვის ცნობილია, ველოდებით ახლა ხელისუფლების პოზიციას, რა წინადადებით მოვლენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან ეს ფანჯარა ნელ-ნელა იხურება, ჩაიკეტება საერთოდ. ალბათ, მოლაპარაკებები შემდგომშიც გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, ჩვენ ვიქნებით თუ არა პარლამენტში, თუმცა გაცილებით სხვა სტატუსით იქნება ალბათ ეს მოლაპარაკებები.

ამიტომ, ნებისმიერი წინადადება, რითიც უნდა მოვიდეს ხელისუფლება, უნდა იყოს რაციონალური და უნდა იყოს მისაღები ოპოზიციისთვის. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ არის ოპოზიციის ახირება, რომ ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში. ჩვენს უკან დგას ასიათასობით ამომრჩეველი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა ამ არჩევნებზე და მერე ეს არჩევნები ხელისუფლებამ მოიპარა. ასე რომ, ჩვენს უკან ამომრჩევლები არიან და სწორედ მათი მანდატებით ვსაუბრობთ, როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ვსხედვართ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.