ზაალ უდუმაშვილი - საზოგადოებრივმა კომიტეტმა უნდა დაიწყოს აქტიური ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის სწრაფად გათავისუფლებისთვის
ზაალ უდუმაშვილი - საზოგადოებრივმა კომიტეტმა უნდა დაიწყოს აქტიური ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის სწრაფად გათავისუფლებისთვის

ოპოზიციის მთავარი ამოცანა დღეს არის ვადამდელი არჩევნები, რომლისთვისაც ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა. ბუნებრივია, ეს ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და მე დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში ყველა დასავლური ოპოზიციური პარტია გაერთიანდება, რადგან ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, პარალელურ რეჟიმში „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების ამოცანაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გავათავისუფლოთ და ამ მიმართულებით „ნაციონალური მოძრაობა“ განსაკუთრებით აქტიური იქნება.

„ჩვენთვის, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბრძოლის ეს ორი ხაზია – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები. ორივე მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურები ვიქნებით. რაც შეეხება საზოგადოებრივ კომიტეტს, უნდა დაიწყოს აქტიური ბრძოლა იმ მიმართულებით, რომელიც პრიორიტეტული და მთავარია „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ და ეს არის მიხეილ სააკაშვილის რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლების პროცესი. ის დღეს პუტინის პირადი პატიმარია ქართულ ციხეში. ის არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და ბუნებრივია, ეს უკანონობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ზოგადად, უნდა დავასრულოთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ პოლიტიკური პატიმრების თემა. სწორედ ამას ემსახურება ის ინიციატივა, რომელიც გააერთიანებს არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, არამედ საზოგადოების ყველა ფენას, რომელსაც სურს, ჩაერთოს ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დატოვე კომენტარი