ზაალ უდუმაშვილი - საკრებულო იქცა კრიმინალური დაჯგუფებების თავშესაფრად, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება
ზაალ უდუმაშვილი - საკრებულო იქცა კრიმინალური დაჯგუფებების თავშესაფრად, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება

საკრებულო, ისევე როგორც ბევრი სხვა შენობა, იქცა კრიმინალური დაჯგუფებების თავშესაფრად, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, დღეს სურდა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან შეხვედრა, რისი საშუალებაც არ მიეცა.

„ტყემალაძესთან გვქონდა ერთ მარტივი კითხვა, რას უპირებს იმ დეპუტატებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმაში, აპირებს თუ არა, გადაეფაროს საკუთარ ზონდერ დეპუტატებს. ეს კითხვა იყო მქონდა მასთან, მაგრამ, როგორც ხედავთ, საკრებულო დალუქულია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ თბილისელებისთვის. ეს შენობა, როგორც სხვა სახელმწიფო დაწესებულებები, იქცა კრიმინალური დაჯგუფების თავშესაფრად, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდება. ლევან ხაბეიშვილი უკვე ორჯერ დაიბარეს გამოკითხვაზე, ისე დეპუტატები, რომლებიც მასზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ, გამოკითხულებიც არ არიან. ეს არის „ქართული ოცნების“ სამართალი და რამდენიმე წელია, სწორედ ამის წინააღმდეგ ვიბრძვით, მაგრამ წელს ეს ყველაფერი დასრულდება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა საკრებულოს შენობის წინ დღეს აქცია გამართეს. ისინი შენობაში შესვლას და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. საკრებულოში ჰოლოკოსტის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართებოდა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.