ზაალ უდუმაშვილი - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლების მხრიდან არანაირი წინადადება არ არის წარმოდგენილი, გარდა ზოგადი ინიციატივებისა
ზაალ უდუმაშვილი - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლების მხრიდან არანაირი წინადადება არ არის წარმოდგენილი, გარდა ზოგადი ინიციატივებისა

საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლების მხრიდან არანაირი წინადადება არ არის წარმოდგენილი, გარდა ზოგადი ინიციატივებისა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, ციფრებს არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სისტემა, რომელიც იქნება წარმოდგენილი, უნდა იყოს მაქსიმალურად მიახლოებული პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან.

„არ ვიცი, რაზე საუბრობს ხელისუფლება. ჯერ არანაირი წინადადება ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილი არ არის, გარდა ზოგადი ინიციატივებისა, არანაირი კონკრეტიკა არ არის. ნამდვილად ვერ შევალ ახლა ციფრებში და არც არის ეს მნიშვნელოვანი. აქ ციფრებს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას, რომ საარჩევნო სისტემა, რომელიც იქნება წარმოდგენილი, უნდა იყოს მაქსიმალურად მიახლოებული პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან. არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა პოლიტიკურ ლიდერებზე. სწორედ ეს ორი მთავარი კომპონენტია, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ ყველა შეხვედრაზე და მხოლოდ ამ ორი კომპონენტის დაკმაყოფილების შემდეგ შეიძლება, ვისაუბროთ რაიმე შეთანხმებაზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.