ზაალ უდუმაშვილი - სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ბუმერანგივით დაუბრუნდება
ზაალ უდუმაშვილი - სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ბუმერანგივით დაუბრუნდება

“ეს გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს ძალიან ცუდად, ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება – ასე შეაფასა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობისთვის”  აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოულოდნელი არ ყოფილა.

“ქართული მართლმსაჯულების მხრიდან, “ქართული ოცნების” სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენ მიჩვეული ვართ უკვე ასეთ სამართლებრივ ნონსენსებს. სწორედ დღესაც ასეთი სამართლებრივი ნონსენსი მოხდა, ვინაიდან საქართველის პრეზიდენტს გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი იმის გამო, რომ მან აღასრულა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება. შესაბამისად, ეს გადაწყვეტლება არამხოლიდ “ქართულ ოცნებას”, არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად საქართველოს სახელმწიფოს დაუბრუნდება ძალიან ცუდად, ბუმერანგივით ცუდად”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წალმდე შემცირდა.