ზაალ უდუმაშვილი - როდესაც გახარია გადადგება, მერე გავივლით სხვა პარტიებთან ბარიერი ნული პროცენტი ჯობია, სამი თუ ხუთი
ზაალ უდუმაშვილი - როდესაც გახარია გადადგება, მერე გავივლით სხვა პარტიებთან ბარიერი ნული პროცენტი ჯობია, სამი თუ ხუთი

როდესაც გახარიას გადადგომის მოთხოვნა შესრულდება, მერე გავივლით სხვა პარტიებთან ნული პროცენტი ჯობია, სამი თუ ხუთი პროცენტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას ითვალისწინებს.

„ხვალინდელი პრეზენტაცია არის სამთავრობო და სახელისუფლებო პრეზენტაცია, ჩვენ იქ საერთოდ არაფერი გვესაქმება. როდესაც დაიწყება კონსულტაციები უშუალოდ საკონსტიტუციო ფორმატში, ჩვენ ყველა ამ კონსულტაციაში მივიღებთ აუცილებლად მონაწილეობას იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი შეხედულებები გაგვაჩნია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხვალინდელ პრეზენტაციას, ერთმანეთს წარუდგინონ თავიანთი კანონპროექტები. რაც შეეხება მეორე საკითხს, ჯერ საერთოდ არც განვიხილავთ ჩვენ ამ თემას, ვინაიდან პირველი ამოცანა ჩვენთვის დღეს არის გიორგი გახარიას გადაყენება. როდესაც ეს მოთხოვნა შესრულება, მერე დავსხდებით სხვა პარტიებთან ერთად და გავივლით ნული პროცენტი ჯობია, სამი პროცენტი თუ ხუთი პროცენტი. ასე, რომ ამაზე ჯერ არც ვფიქრობ და არც დაგვიწყია მსჯელობა.

ნებისმიერი პაკეტი ჩვენი შეთავაზებულიც და ხელისუფლების შეთავაზებულიც საბოლოო ჯამში არის დისკუსიის და განხილვის თემა, ამიტომ სწორედ ამ დისკუსიის და განხილვის დროს ჩამოვყალიბდებით, რა არის უკეთესი და იმის მიხედვით ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

20 ოპოზიციური პარტიისა და მოძრაობის წარმომადგენლები პარლამენტში, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, მათი კანონპროექტის დარეგისტრირებას და წარმომადგენლობითი საერთო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნას ითხოვენ. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას 3-პროცენტიანი ბარიერით.