ზაალ უდუმაშვილი - რაც კი არჩევნების მსოფლიო ისტორიაში გაყალბების მექანიზმები არსებობს, „ქართულმა ოცნებამ“ სცადა, ყველა გამოეყენებინა
ზაალ უდუმაშვილი - რაც კი არჩევნების მსოფლიო ისტორიაში გაყალბების მექანიზმები არსებობს, „ქართულმა ოცნებამ“ სცადა, ყველა გამოეყენებინა

ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაშორებს გამარჯვებას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ზოგადად რომ ვისაუბროთ დღევანდელ საარჩევნო დღეზე, რაც კი ალბათ არჩევნების მსოფლიო ისტორიაში გაყალბების მექანიზმები არსებობს, „ქართული ოცნება“ შეეცადა, ყველა ეს მექანიზმი გამოეყენებინა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. თუმცა, ყველანაირი ინდიკაცია გვიჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხებულია. ასეც იყო. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაშორებს გამარჯვებას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.