ზაალ უდუმაშვილი - რა მექანიზმებით გამოვითხოვთ სიებს პარლამენტიდან, ეს იურისტების საქმეა
ზაალ უდუმაშვილი - რა მექანიზმებით გამოვითხოვთ სიებს პარლამენტიდან, ეს იურისტების საქმეა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში გასული ოპოზიციის წარმომადგენლები უარს იტყვიან დეპუტატობაზე. მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებენ თუ არა ისინი სიის ანულირებას.

„დღეს ყველა ოპოზიციური პარტიის განწყობა და პოზიცია არის ასეთი, რომ არავინ არ შედის პარლამენტში.

რა მექანიზმებით გამოვითხოვთ სიებს, ეს უკვე იურისტების საქმე არის, თუმცა ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ამას.

ყველას ის დეპუტატი, რომელიც გასულია პარლამენტში, უარს იტყვის ამ დეპუტატობაზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დატოვე კომენტარი