ზაალ უდუმაშვილი - „ქართული ოცნება“ უნდა ვაიძულოთ, ქვეყანაში დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები
ზაალ უდუმაშვილი - „ქართული ოცნება“ უნდა ვაიძულოთ, ქვეყანაში დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პროტესტი მუდმივად მზარდი იქნება და „ქართული ოცნება“ უნდა აიძულონ, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

მისივე თქმით, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

„ჩვენ გადასული ვართ ბრძოლის სულ სხვა ეტაპზე. ჩვენი, როგორც პარტიის, მთავარი ამოცანა, რაშიც აბსოლუტური კონსენსუსია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, არის ვადამდელი არჩევნები, რომლის მისაღწევადაც ერთად ვიბრძვით და რა თქმა უნდა, ჩვენთვის განსკუთრებით მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. სწორედ ეს იქნება ჩვენი ბრძოლის მთავარი ამოცანა. გამოვიყენებთ ყველა პოლიტიკურ პლატფორმას, რომელიც ჩვენს ხელშია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთაც. მათ შორის აქტიურ კონტაქტებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მაგრამ მთავარი შემადგენლი ნაწილი იქნება პროტესტი, რადგან, სამწუხაროდ, სხვა ენა „ქართულ ოცნებას“ არ ესმის. პროტესტს გამოვიყენებთ, არ გაჩერდება არც დეკემბერში და არც იანვარში. არ ვაპირებთ, არდადეგებზე გავიდეთ საახალწლო პერიოდში, არავის არ ეზეიმება მგონი ამ ქვეყანაში. პროტესტის ტალღა იქნება მუდმივად მზარდი. საბოლოო ჯამში, უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, ქვეყანაში დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში.

დატოვე კომენტარი