ზაალ უდუმაშვილი - ოპოზიცია ისევ ერთად, გამართული და შეთანხმებული ნაბიჯებით გავაგრძელებთ ბრძოლას
ზაალ უდუმაშვილი - ოპოზიცია ისევ ერთად, გამართული და შეთანხმებული ნაბიჯებით გავაგრძელებთ ბრძოლას

არ იყო სასიამოვნო ამის ყურება, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იქნება. შესაძლოა, იმ ფორმატში, რომელიც გუშინ იყო, ეს საკითხი არ უნდა დამდგარიყო, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი გუბაზ სანიკიძისა და ნიკა მელიას გუშინდელ დაპირისპირებას.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანია თავის პოზიციაში და არავის ეპარება ეჭვი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უპირობო ლიდერი მიხეილ სააკაშვილია.

„რა თქმა უნდა, არ იყო სასიამოვნო ამის ყურება, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იქნება, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს შორის და ეს არ ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არ ჩამოსვლის ფაქტს, უბრალოდ, შესაძლოა იმ ფორმატში, რომელიც გუშინ იყო, ეს საკითხი არ უნდა დამდგარიყო. ანუ, სხვა ფორმატი იყო საერთოდ. „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანია თავის პოზიციაში და მგონი, არავის ეპარება ეჭვი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უპირობო ლიდერი. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, მიხეილ სააკაშვილმა თავად გააკეთა ამის შესახებ განცხადება, რომ ის მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს იმ წინადადებას პრემიერ-მინისტრობის შესახებ, რაც მთლიანად ოპოზიცია იქნება შეჯერებული და არ აპირებს, რომ ერთპიროვნულად მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა. ვფიქრობ, ეს ინციდენტი გუშინვე ამოიწურა. ჩვენ, ოპოზიცია ისევ ერთად, გამართული და შეთანხმებული ნაბიჯებით გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ამ ქვეყანაში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და მოსახლეობამ აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელსაც მისცა ხმა 31 პქტომბერს“, –  განაცხადა უდუმაშვილმა.

ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მოჰყვა გუბაზ სანიკიძის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.