ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მოჰყვა გუბაზ სანიკიძის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

„რა ვთქვი, რომ დროა, სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს, იმიტომ, რომ ბიძინას ვერ ვერევით“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ნიკა მელიამ სანიკიძეს მიმართა:

„სად რა უნდა თქვა, უნდა იცოდე, ბიძინას თამაშს ახლა თამაშობ შენ, უნამუსო, ამხელა კაცი ხარ და სად რა უნდა თქვა, პირველ რიგში უნდა იცოდე…შენ მიშაზე მეტი მიშისტი ხარ და ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მტრები?..“.

კამათის შემდეგ მელიამ და სანიკიძემ სტუდია დატოვეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ნიკა მელია სტუდიაში დაბრუნდა და განაცხადა, რომ დღეიდან გუბაზ სანიკიძის მტერია.