ზაალ უდუმაშვილი - მოქალაქეები, რომლებმაც რეგულაციების დარღვევის გამო ჯარიმები უკვე გადაიხადეს, დაჩაგრული აღმოჩნდნენ
ზაალ უდუმაშვილი - მოქალაქეები, რომლებმაც რეგულაციების დარღვევის გამო ჯარიმები უკვე გადაიხადეს, დაჩაგრული აღმოჩნდნენ

მოქალაქეები, რომლებმაც ჯარიმები გადაიხადეს და კანონმორჩილი არიან, სახელმწიფო ინსტიტუტებს სცემენ პატივს, ყველაზე მეტად აღმოჩნდნენ დაჩაგრული, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუამაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სიაში უნდა იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებმაც  ჯარიმები უკვე გადაიხადეს.

„რას ვაკეთებთ? – ყოველი არჩევნების წინ შეიძლება ეს ჯარიმები ჩამოიწეროს და მოქალაქეებს ვუბიძგებთ, რომ ჯარიმები არ გადაიხადონ, რადგან ქვეყანაში არჩევნები თითქმის ყოველ წელს არის და ყველა დაელოდება შემდეგ არჩევნებს, როცა ჩამოაწერენ ჯარიმებს. თუ ეს კანონი იქნება მიღებული, იქ უნდა იყვნენ შეყვანილი ის ადამიანები, ვინც ჯარიმები უკვე გადაიხადეს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან.

გარდა ამისა, პირებს, რომლებსაც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ.