ზაალ უდუმაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ცინიკური განცხადებები გვესმის, მაინც მივალთ მოლაპარაკების მაგიდასთან, მთავარია, „ქართული ოცნება“ მოვიდეს რაციონალური წინადადებით
ზაალ უდუმაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ცინიკური განცხადებები გვესმის, მაინც მივალთ მოლაპარაკების მაგიდასთან, მთავარია, „ქართული ოცნება“ მოვიდეს რაციონალური წინადადებით

კიდევ არის დარჩენილი რაღაც მინიმალური შანსი, რომ პარლამენტმა განაგრძოს ნორმალური ფუნქციონირება, ამისთვის კი საჭიროა რაციონალური გადაწყვეტილების მიღება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

„მოლაპარაკებას ყოველთვის აქვს აზრი, იმის შემდეგაც კი, როდესაც ჩვენს განცხადებას ოფიციალურად დააკმაყოფილებენ და ჩვენ აღარ ვიქნებით დეპუტატები. მას შემდეგაც შეიძლება, გაგრძელდეს, უბრალოდ ეს მოლაპარაკებები უფრო რთული იქნება, ვიდრე დღეს არის, რადგან დღეს კიდევ არის დარჩენილი რაღაც მინიმალური შანსი, რომ პარლამენტმა განაგრძოს ნორმალური ფუნქციონირება. ამისთვის კი საჭიროა რაციონალური გადაწყვეტილების მიღება. დღესაც მზად ვართ, მივიდეთ მოლაპარაკებაზე მიუხედავად იმ ინიციატივებისა, რომლებიც დააყენეს პარლამენტში, გვემუქრებიან და გვაშანტაჟებენ. მიუხედავად იმისა, რომ ცინიკური განცხადებები გვესმის, ჩვენ მაინც მივალთ მოლაპარაკების მაგიდასთან. მთავარია, „ქართული ოცნება“ მოვიდეს რაციონალური წინადადებით“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.