ზაალ უდუმაშვილი - მინდა ჩვენს სომეხ მოქალაქეებს ბევრი სიკეთე და სიყვარული ვუსურვო
ზაალ უდუმაშვილი - მინდა ჩვენს სომეხ მოქალაქეებს ბევრი სიკეთე და სიყვარული ვუსურვო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი თბილისში, სურბ გევორქის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც შობისა და ნათლისღების დღესასწაულების საზეიმო ლიტურგია ჩატარდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მივულოცოთ ჩვენს სომეხ მოქალაქეებს ეს ბრწყინვალე დღესასწაული. შობის დღესასწაული ზოგადად ასოცირდება სიკეთესთან და სიყვარულთან.  მინდა, მათ ვუსურვო წარმატება ამ  წელს, გახარება, ბევრი სიკეთე და სიყვარული“,- აღნიშნა უდუმაშვილმა.

შობის დღესასწაულს დღეს, 6 იანვარს ზეიმობს სომეხთა სამოციქულო ეკლესია. დღესვე აღინიშნება ნათლისღებაც. დილა ღვთისმსახურებით, სადღესასწაულო წირვით დაიწყო, მოგვიანებით კი წყალ-კურთხევის წესი შესრულდება. სასულიერო პირი, რომელიც წირვას აღავლენს, წყალში წმიდა მირონს აწვეთებს და აკურთხებს მას. ტრადიციის თანახმად, მორწუმენეებს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვთ. საქართველოს სომეხთა ეპარქიის შემადგენლობაში თბილისის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის თემები და 50 მოქმედი ეკლესია შედის.