ზაალ უდუმაშვილი - მიმდინარეობს კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან, რათა გაერთიანდნენ მეორე ტურში გასული ოპოზიციური კანდიდატების გარშემო
ზაალ უდუმაშვილი - მიმდინარეობს კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან, რათა გაერთიანდნენ მეორე ტურში გასული ოპოზიციური კანდიდატების გარშემო

აქტიურად დაიწყო მზადება მეორე ტურისთვის, ჩვენ გადავალთ ძალიან აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარალელურად, მიმდინარეობს კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან, რათა გაერთიანდნენ მეორე ტურში გასული ოპოზიციური კანდიდატების გარშემო.

„აქტიურად დაიწყო მზადება მეორე ტურისთვის. ჩვენ გადავალთ ძალიან აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. პარალელურად, მიმდინარეობს კონსულტაციები ყველა ოპოზიციურ პარტიასთან იმისთვის, რომ დღეს ყველა კარგად ვხვდებით, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს იმ ოპოზიციური კანდიდატების გარშემო, რომლებიც მეორე ტურში გავიდნენ. მათ რეალურად შეუძლიათ, გამარჯვებას მიაღწიონ მეორე ტურში. ეს იქნება სწორედ ის უდიდესი, წინ გადადგმული ნაბიჯი საბოლოო, მთავარი მიზნის მისაღწევად, რაც ხელისუფლების ცვლილებას ითვალისწინებს. ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ამომრჩეველმა უკვე გააკეთა არჩევანი, როდესაც ოპოზიციას დაუჭირა მხარი და სწორედ ეს მეტყველებს იმაზე, რომ დღეს 20 მუნიციპალიტეტში იმართება მეორე ტური. დღეს სასიცოცხლოდ გადამწყვეტია, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები მაქსიმალურად მივიდნენ არჩევნებზე. არჩევნების ბედი გადაწყვეტილია, უბრალოდ საჭიროა ჩვენი აქტიურობა და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მაქსიმალურად კონსოლიდაცია უკვე საარჩევნო უბნებზე. სწორედ ეს იქნება ჩვენი გამარჯვების გარანტია“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.