ზაალ უდუმაშვილი - მიხეილ სააკაშვილს არ მოუწოდებია ხალხისთვის ქუჩაში გასვლისკენ, მან მოსახლეობას  მოუწოდა, მისულიყვნენ უბნებზე და ხმა მიეცათ
ზაალ უდუმაშვილი - მიხეილ სააკაშვილს არ მოუწოდებია ხალხისთვის ქუჩაში გასვლისკენ, მან მოსახლეობას მოუწოდა, მისულიყვნენ უბნებზე და ხმა მიეცათ

ახლა კონსოლიდაციის და ჩვენი ძალების გაერთიანების დროა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც კალიურანდი ამბობს, რომ სააკაშვილმა ადამიანებს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდა, ხალხმა ეს არ გააკეთა, რაც მისთვის იყო სიგნალი, რომ დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა მოსახლეობამ არჩევნებზე დაადასტურა.

„მოდით ასე ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილს არ მოუწოდებია ხალხის ქუჩაში გასვლისკენ. მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა მოსახლეობას მისულიყვნენ უბნებზე და ხმა მიეცათ, ეაქტიურათ. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მთავარი მოწოდება. რაც შეეხება მის მხარდაჭერას, ეს გამოვლინდა არჩევნებზე, რამდენმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. ახლა არის დრო კონსოლიდაციის და ჩვენი ძალების გაერთიანების“, – განაცხადა უდუმაშვილმა.