ზაალ უდუმაშვილი - ხვალვე შეგვიძლია, ჩავნიშნოთ თარიღი და ვნახოთ, რეალურად მზად არის თუ არა „ქართული ოცნება“, მოვიდეს სალაპარაკოდ
ზაალ უდუმაშვილი - ხვალვე შეგვიძლია, ჩავნიშნოთ თარიღი და ვნახოთ, რეალურად მზად არის თუ არა „ქართული ოცნება“, მოვიდეს სალაპარაკოდ

შეწყვიტეთ პოლიტიკური დევნა, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რათა დავძლიოთ არსებული პოლიტიკური კრიზისი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.

„ეს არის ძალიან მარტივი ტესტი. თუ „ქართული ოცნება“ მზად არის, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, კი ბატონო, ჩვენ ხვალვე შეგვიძლია, ჩავნიშნოთ თარიღი და ვნახოთ, რეალურად მზად არის თუ არა „ქართული ოცნება“, მოვიდეს სალაპარაკოდ. რაც შეეხება რადიკალიზაციას, ბატონებო, თქვენ აპირებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმით აღებას, რომელ რადიკალიზაციაზეა საუბარი და თქვენ ახორციელებთ პოლიტიკურ დევნას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეზე. შეწყვიტეთ პოლიტიკური დევნა, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან – ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რათა დავძლიოთ არსებული პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.