ზაალ უდუმაშვილი - ივნისი თუ იყო ბრძოლის დასაწყისი, დარწმუნებული ვარ, ნოემბერი ბრძოლის დასასრული იქნება
ზაალ უდუმაშვილი - ივნისი თუ იყო ბრძოლის დასაწყისი, დარწმუნებული ვარ, ნოემბერი ბრძოლის დასასრული იქნება

ივნისი თუ იყო ბრძოლის დასაწყისი, დარწმუნებული ვარ, რომ ნოემბერი იქნება ბრძოლის დასასრული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი აქციის მოთხოვნებია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციულად ჩატარება.

„მთავარი მოთხოვნაა, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს. ეს პროცესი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ივნისი თუ იყო ბრძოლის დასაწყისი, დარწმუნებული ვარ, ნოემბერი იქნება ბრძოლის დასასრული. რაც შეეხება გარდამავალ მთავრობას, ჯერ უნდა დაკმაყოფილდეს ეს მოთხოვნები და შემდეგ უკვე ტექნიკური საკითხია და მოლაპარაკებების თემაა. მთავარია, საზოგადოების ნდობა ჰქონდეს დროებით მთავრობას, რომელმაც უნდა ჩაატაროს ქვეყანაში არჩევნები. მთავარია, ხალხს ნდობა გაუჩნდეს, რომ რეალურად ქვეყანაში ტარდება მართლაც დემოკრატიული არჩევნები. ახლა აღარ არის იმაზე დამოკიდებული, ბიძინა ივანიშვილს სურს თუ არა და რა სურს მას. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.