ზაალ უდუმაშვილი - ისე სწრაფად მიდის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა, არ არის გამორიცხული, ვადამდელი საპარალმენტო არჩევნები დღის წესრიგში დადგეს
ზაალ უდუმაშვილი - ისე სწრაფად მიდის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა, არ არის გამორიცხული, ვადამდელი საპარალმენტო არჩევნები დღის წესრიგში დადგეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ქვეყანში ვადამდელი არჩევნები თუ დაინიშნა, ეს, უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცების“ დამსახურება იქნება.

„დღეს ჩვენ რასაც ვუყურებთ, ისე სწრაფად მიდის თავად „ქართული ოცნების“ ჩამოშლა, ისე სწრაფად მიდის ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა, რომ ნამდვილად არ არის გამორიცხული, დადგეს დღის წესრიგში ვადამდელი საპარალმენტო არჩევნები“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა ვადამდელ არჩევნებამდე და ხომ არ განიხილება რევოლუციური სცენარი ამ მიზნის მიღწევისთვის, უდუმაშვილი პასუხობს, რომ ვადამდელი არჩევნები ჩვეულებრივი პოლიტიკური მოვლენაა.

„ვადამდელი საპარალამენტო არჩევნები საერთოდ არ ნიშვნავს იმას, რომ ის აუცილებლად რევოლუციური სცენარით უნდა განვითარდეს. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური მოვლენაა რეალობაში და ცხოვრებაში. თუ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი, ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და არა რევოლუცია“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.