ზაალ უდუმაშვილი - ინაუგურაციის დღეს აქციები თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება
ზაალ უდუმაშვილი - ინაუგურაციის დღეს აქციები თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება

მთავარი აქცია ხვალ თელავში გაიმართება, მსვლელობა დაიწყება თბილისიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

„იქნება მრავალათასიანი მსვლელობა და გავაპროტესტებთ იმას, რომ ხელისუფლებამ ასე წაართვა საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების უფლება. ჩვენ ვიქნებით ძალიან ბევრი და ძალიან ხმამაღლა მივაწვდენთ ხმას იმ ხელისუფლებას, რომელმაც ფეხქვეშ გათელა თითოეული ჩვენი მოქალაქის კონსტიტუციური უფლება აერჩია საქართველოს პრეზიდენტი.

ხვალ თელავში უნდა იზეიმონ ქართული ოჯახების პრეზიდენტის დანიშვნა და არა არჩევა. 800 000 ადამიანმა უთხრა არა „ქართულ ოცნებას“ და რა ფორმით დაიწერეს გამარჯვება, მთელმა საქართველომ ნახა. პარალელურად აქციები იქნება ქუთაისში, ზუგდიდში და ბათუმში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.