ზაალ უდუმაშვილი - პარტნიორები როდესაც მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლისკენ, ეს არ ეხება მხოლოდ ოპოზიციას და არ ნიშნავს, რომ პირდაპირ გავიგოთ 
ზაალ უდუმაშვილი - პარტნიორები როდესაც მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლისკენ, ეს არ ეხება მხოლოდ ოპოზიციას და არ ნიშნავს, რომ პირდაპირ გავიგოთ 

არის ეუთო-ს განცხადება, მათი პოზიცია, მაგრამ მე მოვისმინე და წავიკითხე ძალიან ბევრი სხვა განცხადება, მათ შორის ენდიაი, აირაი და ამ განცხადებებში წერია, რომ არჩვენებზე იყო სერიოზული პრობლემები და ჩაიარა სერიოზული დარღვევებით, ასე რომ ნუ შევხედავთ მხოლოდ ცალმხრივად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ეუთო-ს დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებზე უმძიმესი დარღვევები იყო.

„იმისთვის, რომ ჩვენ მანდატები ავიღოთ, ამისთვის უნდა ჩატარებულიყო სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები. აბსოლუტურად ყველა ანგარიშში, რომელიც ქვეყნდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მითითებულია, რომ იყო უმძიმესი დარღვევები არჩევნების პერიოდში, ამიტომ ჩვენ ნამდვილად ვერ დავუკანონებთ ბიძინა ივანიშვილს მიტაცებულ არჩევნებს. არის ეუთო-ს განცხადება, არის მათი პოზიცია, მაგრამ მე მოვისმინე და წავიკითხე ძალიან ბევრი სხვა განცხადება, მათ შორის ენდიაი, აირაი და ამ განცხადებებში წერია, რომ არჩევნებზე იყო სერიოზული პრობლემები და ჩაიარა სერიოზული დარღვევებით. ასე რომ, ნუ შევხედავთ მხოლოდ ცალმხრივად ამას. როდესაც მოგვიწოდებენ ჩვენი პარტნიორები, რომ უნდა შევიდეთ პარლამენტში, ეს არ ნიშნავს, რომ პირდაპირ გავიგოთ, ეს ნიშნავს, რომ ყველა მხარემ უნდა შეასრულოს ვალდებულება და ეს არ ეხება მხოლოდ ოპოზიციას“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფინელი პარლამენტარის, პია კაუმას განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.

ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში.